ნიდერლანდებში, ტრამვაიში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, არიან დაშავებულები 
ნიდერლანდებში, ტრამვაიში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, არიან დაშავებულები 

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში, ტრამვაიში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.

„ბიბისის“ ცნობით, არიან დაშავებულები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სამსახურები, მათ შორის ანტიტერორისტული დანაყოფები.

ინციდენტი 24 ოქტომბრის მოედანზე მდებარე გაჩერებასთან მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.