წეროვანში კალოევის თასის გათამაშება დასრულდა
წეროვანში კალოევის თასის გათამაშება დასრულდა
წეროვნის დევნილთა დასახლებაში ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება დასრულდა. ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით 3 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში რვა გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული კასპის გუნდი გახდა.
 
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე ტურნირის გამარჯვებულსა და გამორჩეულ მოთამაშეებს კუთვნილი პრიზები სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გოჩა თამაზაშვილმა და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ გადასცეს.
„ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ ამ ტურნირის საშუალებით საფეხბურთო ცხოვრებაში ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვები მონაწილეობდნენ. მთავარი პრიზისთვის მათგან დაკომპლექტებული ოთხი გუნდი იბრძოდა“ – ამბობს სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე.