წელს „ოქროს ბურთს“ ვერავინ მოიპოვებს
წელს „ოქროს ბურთს“ ვერავინ მოიპოვებს

ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „ოქროს ბურთი“ 2020 წელს არავის გადაეცემა.

პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების წლევანდელი ცერემონია, დიდი ალბათობით, არ ჩატარდებოდა.

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ორგანიზატორმა, ფრანგულმა გამოცემამ, „ფრანს ფუტბოლმა“ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ღონისძიება აღარ გაიმართება.

„ფრანს ფუტბოლის“ წარმომადგენლებმა ამ გადაწყვეტილების მიზეზად, რა თქმა უნდა, პანდემიით გამოწვეული საყოველთაო კრიზისი დაასახელეს.  დიდ საფეხბურთო ტურნირებზე დაწესებული იძულებითი პაუზა, ნაადრევად შეწვეტილი ჩემპიონატები და ზოგადად შექმნილი მდგომარეობა „ოქროს ბურთის“ ორგანიზატორებსა და ჟიურის წევრებს საშუალებას არ აძლევთ, რომ ჯილდო ობიექტურად გასცენ.

საინტერესოა, რომ 1956 წლის შემდეგ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოება არ შეწყვეტილა, წელს კი „ოქროს ბურთს“ ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მიიღებს.

„ოქროს ბურთის“ ჯილდოს მოქმედი მფლობელი არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესია, რომელმაც ეს პრესტიჟული პრიზი ექვსჯერ მოიპოვა.