წელიწადში 400 მილიონი ევრო - „ალ ჰილალი“ ლიონელ მესის ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT
წელიწადში 400 მილიონი ევრო - „ალ ჰილალი“ ლიონელ მესის ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს #1TVSPORT

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ „ტვიტერში“ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა – საუდის არაბეთის „ალ ჰილალმა“ ლიონელ მესის ოფიციალური წინადადებით მიმართა და ზღაპრული კონტრაქტი შესთავაზა – წელიწადში 400 მილიონი ევრო.

გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს და ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

რომანოს თქმით, მესის პრიორიტეტი კარიერის ევროპაში გაგრძელებაა. ბოლო დროს ხშირად საუბრობენ მის „ბარსელონაში“ დაბრუნებაზე, თუმცა კატალონიელები ლა ლიგის ხელმძღვანელობისგან ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებული საკითხის გარკვევას ელოდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ აპირებენ ოფიციალური წინადადებით მიმართონ თავიანთ ყოფილ ვარსკვლავს.