წარმომადგენელთა პალატის სპიკერი – თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, მხარი დაუჭიროს ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც ლიდერია რესპუბლიკური პრაიმერიზის ყველა გამოკითხვაში
WASHINGTON, DC - NOVEMBER 14: U.S. Speaker of the House Mike Johnson (R-LA) speaks during a news conference after a weekly Republican conference meetingin the U.S. Capitol Building on November 14, 2023 in Washington, DC. During the news conference House Republican leadership spoke to reporters about a range of topics including the upcoming vote on a continuing resolution to fund the government through early 2024. (Photo by Anna Moneymaker/Getty Images)
რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა დაგმეს კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დონალდ ტრამპს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ხმის მიცემისთვის დარეგისტრირებულ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, მხარი დაუჭიროს ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს და პიროვნებას, რომელიც ლიდერია რესპუბლიკური პრაიმერიზის ყველა გამოკითხვაში“, – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა მაიკ ჯონსონმა.
ჯონსონმა კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „ფარული პარტიზანული თავდასხმა“ უწოდა.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კოლორადოს შტატის რესპუბლიკური პარტია და აღნიშნა, რომ ის დატოვებს შტატის პრაიმერიზს, თუ ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება.
შეგახსენებთ, აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა.