Wall Street Journal - ისრაელის ავიაციამ სირიაში მდებარე ავიაბაზაზე დარტყმა ტრამპთან შეთანხმებით განახორციელა
Wall Street Journal - ისრაელის ავიაციამ სირიაში მდებარე ავიაბაზაზე დარტყმა ტრამპთან შეთანხმებით განახორციელა

ისრაელის ავიაციამ სირიაში მდებარე ავიაბაზაზე 9 აპრილს დარტყმა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეთანხმებით განახორციელა.

ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სპეცსამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის ირანელი სამხედრო მრჩევლები და განადგურდა ახალი ირანული საჰაერო თავდაცვის კომპლექსი.

როგორც გამოცემა წერს, შესაბამისი განკარგულების გაცემამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუ ტელეფონით ესაუბრა დონალდ ტრამპს და ავიადარტყმა მასთან შეათანხმა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ირანული საჰაერო თავდაცვის კომპლექსი სირიის პროვინცია ჰომსში მდებარე აეროდრომზე ახალი ჩატანილი იყო და გამოსაყენებლად ჯერ არ იყო მზად, როდესაც ავიადარტყმა განხორციელდა. ამას გარდა, ისრაელის ავიაციამ გაანადგურა უპილოტო საფრენი აპარატების ანგარი. მოგვიანებით, ირანულმა სააგენტო Fars-მა გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა ოთხი ირანელი სამხედრო მრჩეველი.