წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ წალენჯიხის მერმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია
წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ წალენჯიხის მერმა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია

წალენჯიხის მერის დღევანდელი ბრიფინგი იყო პოლიტიკური ქულების დაწერა, – ამის შესახებ წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, მაია მიქავამ განაცხადა.

როგორც მაია მიქავამ აღნიშნა, გია ხარჩილავამ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.

„კარგია, როდესაც მერი ენდობა ექსპერტიზას, თუმცა გაუგებარია, ენდობოდე სახელმწიფოს ერთ ინსტიტუტს და არ ენდობოდე სასამართლოს. დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. პარტია „ქართული ოცნება“ გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს განცხადებას“, – განაცხადა მაია მიქავამ.

წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ კუთვნილი მანქანის დაწვის ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა დღეს გაასაჯაროვა. როგორც გია ხარჩილავა აცხადებს, მანქანაში ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი. მისივე თქმით, მანქანის დაწვის ფაქტი არის გზავნილი ერთადერთი ოპოზიციური მერისა და მისი გუნდის მიმართ.