წალენჯიხის მერი აცხადებს, რომ მის ავტომობილში ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს
წალენჯიხის მერი აცხადებს, რომ მის ავტომობილში ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ხარჩილავამ კუთვნილი მანქანის დაწვის ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა.

როგორც გია ხარჩილავა აცხადებს, მანქანაში ხანძარი ხელოვნურად არის გაჩენილი.

„დადგინდა, რომ ეს გახლავთ ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი. ამავე დასკვნაში აღნიშნულია მთელი დინამიკა, თუ როგორ მოხდა ეს ხანძარი. ეს არის ადამიანის მიერ გაჩენილი ხანძარი. მთელ პერიმეტრზე ვიდეოკამერებია, თუმცა პოლიციას ამ საქმეზე ეჭვმიტანილი ჯერ არ ჰყავს“, – განაცხადა ხარჩილავამ.

ხარჩილავა მანქანის დაწვის ფაქტს პოლიტიკურ შეკვეთად აფასებს.

მისივე თქმით, მანქანის დაწვის ფაქტი არის გზავნილი ერთადერთი ოპოზიციური მერისა და მისი გუნდის მიმართ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას მანქანა 12 ოქტომბერს დაიწვა.