წაგება დაძაბულ სპარინგში - ვიცე-ჩემპიონი „დნიპრომ“ დაამარცხა (ვიდეო)

თურქულ შეკრებაზე ბათუმის „დინამო“ დნეპროპეროვსკის „დნიპროს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით, 1:2 დამარცხდა. გია გეგუჩაძის გუნდმა დასანანი მარცხი იწვნია, რადგან მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა, ხოლო მატჩის დასაწყისში ასპროცენტიანი მომენტით ვერ ისარგებლა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელები უხეშობდნენ, რის გამო მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, „დნიპროს“ მოთამაშე ორჯერ მოედნიდან გაეგდო, მაგრამ ამხანაგურ მატჩებში გაძევებული ფეხბურთელის შეცვლა ნებარდართულია და მომხდარმა უკრაინელები ვერ დააზარალა.

„დინამომ“ მე-17 წუთზე პენალტის შერულების უფლება მიიღო. მაგრამ ფლამარიონის დარტყმული ბურთი მეკარემ იოლად აიღო.

„დნეპერმა“ სამ წუთში კარგი შეტევა განახორციელა, ბათუმელთა დაცვის შეცდომით კი ტეილორმა ისარგებლა და 1:0.

საქართველოს ვიცე-ჩემნპიონმა რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს. მამუჩაშვილის დარტყმის შემდეგ უკრაინელებმა ძელმა იხსნა. ჯიღაურის და ფლამარიონის სახიფათო დარტყმების შემდეგ დნიპროელები მეკარემ გადაარჩინა. 53-ე წუთზე ფლამარიონი ისევ მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ამჯერადაც ვერ აჯობა. „დინამოს“ კარში დანიშნული პენალტი კი ხობლენკომ უნაკლოდ შეასრულა.

ბათუმელებმა სხვაობის შემცირება მატჩის მიწურულს მოახერხეს – უკრაინელთა კარში დანიშნული პენალტი თევდორაძემ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1 „დნეპროს“ სასარგებლოდ.

ბათუმის „დინამო“ შეკრებაზე მორიგ შეხვედრას 19 თებერვალს ჩერნიჰოვის „დესნასთან“ გამართავს.

„დინამო“ ბთ – „დნიპრო“ – 1:2

გოლები: 0:1 ტეილორი (20), 0:2 ხობლენკო (57. პ), 1:2 თევდორაძე (90. პ)

„დინამო“ ბთ: ალავიძე, გეგეჩკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი, ვაგნერ გონსალვეში, მამუჩაშვილი, მანჯგალაძე, ჯიღაური, ჯოვინო, დვალიშვილი

შეცვალაზე შევიდნენ: ტეიდი, ჩალაძე, თევდორაძე, ცინცაძე, გაფრინდაშვილი, ჯიჯავაძე, ვინინიუსი

გაფრთხილება: ჩიჩიკოვი (17), ჯიღაური (22), ნაზარენკო (26), გეგეჭკორი (57), კორკიშკო (90+1).

გაძევება: სნეჟკო (33, შეცვლის უფლებით), კორკიშკო (90+1).