ვუდლისა და ედვარდსის ბრძოლა არ შედგება - ბრიტანელი მებრძოლი ამერიკაში ჩასვლაზე უარს ამბობს
მიუხედავად იმისა, რომ გუშინ აბსოლუტური საბრძოლო ჩვემპიონატის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე კვირას ჩასატარებელი ღონისძიების ლონდონიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადატანასთან დაკავშირებით, როგორც გაირკვა, მთავარი ბრძოლა ტაირონ ვუდლისა და ლეონ ედვარდს შორის არ შედგება. ბრიტანელი მებრძოლი ამერიკაში ჩასვლაზე უარს აცხადებს.
გარადა ამისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავად აკრძალა მიმოსვლა ყველა ევროპულ და სხვა მსოფლიოს ქვეყნებთან კორონავირუსის პანდემიის გამო. აქედან გამომდინარე UFC-ში ამჟამად ლეონ ედვარდსის შემცვლელს ეძებენ. ამბის გახმაურებიდან რამდენიმე სააათში კოლბი კოვინგტონმა სურვილი გამოთქვა ტაირონ ვუდლისთან ბრძოლის. ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით დანა ვაიტს არავითარი განცხადება არ გაუკეთებია. კორონავირუსის გამო კვირის ქარდში საგრძნობი ცვლილებები შევიდა. ორგანიზაციას ბრიტანელი მებრძოლების ჩანაცვლება ამერიკელებით უწევთ და ჯერჯერობით უცნობია თუ რა ფორმატით და შემადგენლობით ჩატარდება მიმდინარე კვირის ღონისძიება.
