ვოლოდიმირ ზელენსკისა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საომარი მოქმედებების მიმდინარეობა განიხილა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ინფორმაციას „ტვიტერში“ აქვეყნებს.
„მქონდა სატელეფონო საუბარი ემანუელ მაკრონთან. მას ვაცნობე საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ. წამოვაყენე რუსებისთვის სავიზო რეჟიმის აკრძალვის საკითხი. დიდი დრო დავუთმეთ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ კრიტიკულ ვითარებას. ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ევროპის ბირთვული კატასტროფისგან დაცვის ერთადერთი გზა სადგურის დემილიტარიზაციაა“, – წერს ზელენსკი.
I talked with @EmmanuelMacron by phone. I briefed him on the course of hostilities. I raised the issue of banning visas for Russians. Much time was given to the crisis at #ZNPP. Our position is the only way to protect Europe from a nuclear disaster is to demilitarize the plant.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 10, 2022