უკრაინული მედია – ზელენსკიმ უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს 11 და სააპელაციო პალატის ხუთი მოსამართლე დანიშნა, რათა ევროკავშირისგან Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში თანხა მიიღოს

23:44, 21.08.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს 11 და ამავე სასამართლოს სააპელაციო პალატის ხუთი მოსამართლე დანიშნა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს ნაბიჯი აუცილებელია, რათა უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში თანხა მიიღოს.

უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს აპარატის ხელმძღვანელმა, ბოგდან კრიკლივენკომ განაცხადა, რომ ამჟამად 17-დან 16 მოსამართლეა დანიშნული – ბოლო კანდიდატურა გვიან წარადგინეს და ბრძანების მომზადება ვერ მოასწრეს, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს პროცედურაც მალე  დასრულდება.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინას 17 სექტემბრამდე აქვს დრო, რათა შეასრულოს Ukraine Facility-ის პროგრამის პირობა ანტიკორუფციული მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირისგან დაფინანსების დაკარგვის რისკის წინაშე დადგება.

მსგავსი