ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობის აპრილის ბოლომდე გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, კანონპროექტის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში საომარი მდგომარეობის კიდევ 30 დღით – აპრილის ბოლომდე გახანგრძლივებას ითხოვს.
უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია 24 თებერვალს დაიწყო.