აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი – კაცი კაცია, ქალი არის ქალი და კაცი ვერ გახდება ქალი

19:05, 20.11.2024
WASHINGTON, DC - NOVEMBER 14: U.S. Speaker of the House Mike Johnson (R-LA) speaks during a news conference after a weekly Republican conference meetingin the U.S. Capitol Building on November 14, 2023 in Washington, DC. During the news conference House Republican leadership spoke to reporters about a range of topics including the upcoming vote on a continuing resolution to fund the government through early 2024. (Photo by Anna Moneymaker/Getty Images)

კაცი კაცია, ქალი არის ქალი და კაცი ვერ გახდება ქალი, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა.

აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის სპიკერის თქმით, ამავდროულად, ყველას მიმართ საჭიროა ღირსეულად მოპყრობა და ამ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება შესაძლებელია.

აღნიშნული განცხადება მაიკ ჯონსონმა არსებული უთანხმოების ფონზე გააკეთა, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში ტრანსგენდერი ქალებისთვის ქალთა საპირფარეშოებში შესვლის აკრძალვის შესახებ დაგეგმილ ზომებს უკავშირდება.

რესპუბლიკელი არჩეული დეპუტატი სარა მაკბრაიდი თანამდებობას იანვარში დაიკავებს, როგორც კონგრესის პირველი ღიად ტრანსგენდერი წევრი.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ნენსი მეისმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს აშშ-ის კაპიტოლიუმში ქალთა საპირფარეშოების გამოყენებას უკრძალავს. მეისს სურს, რომ ზომები დაამტკიცოს, როგორც პალატის წესების ნაწილი. მაიკ ჯონსონს არ დაუკონკრეტებია, როგორ იმოქმედებს ინიციატივასთან დაკავშირებით. დაგეგმილი ცვლილებები დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა გააკრიტიკეს.

მსგავსი