ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტს სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„პარლამენტი აღნიშნულ საკითხს უახლოეს პერიოდში დადგენილი პროცედურის შესაბამისად განიხილავს“, – აღნიშნავს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდეც განაცხადა, რომ კონსულტაციების შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყველაზე შესაფერის კანდიდატად „ნაფტოგაზის“ მოქმედ ხელმძღვანელს, სერგეი კორეცკის მიიჩნევს.
ცნობისთვის, იულია სვირიდენკოს ხელმძღვანელობით მოქმედი მინისტრთა კაბინეტი 14 ივლისს გადადგა.