იულია სვირიდენკომ უმაღლეს რადას პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა

09:56, 14.07.2026

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, იულია სვირიდენკომ უმაღლეს რადას გადადგომის შესახებ განცხადება წარუდგინა.

უმაღლესი რადას სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის თქმით, პარლამენტი სვირიდენკოს გადადგომას დადგენილი პროცედურის შესაბამისად განიხილავს.

სტეფანჩუკმა მადლობა გადაუხადა სვირიდენკოს მთავრობის ხელმძღვანელობისთვის „ქვეყნისთვის უკიდურესად რთულ პერიოდში“.

„მადლობელი ვარ იულიასი მთავრობის ხელმძღვანელობისთვის ჩვენი ქვეყნისთვის უკიდურესად რთულ პერიოდში, მისი წვლილისთვის ეკონომიკის განმტკიცებაში, მოსახლეობის მხარდაჭერასა და უკრაინის ევროკავშირისკენ სვლის ხელშეწყობაში. ვუსურვებ მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში“, – აღნიშნა სტეფანჩუკმა.

ცნობისთვის, სვირიდენკომ გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში მინისტრთა კაბინეტის განახლება დააანონსა.

მსგავსი