ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი - თავდაცვის მინისტრად, ხოლო პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო პრემიერ-მინისტრად წარადგინა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქმედი პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ქვეყნის თავდაცვის ახალ მინისტრად წარადგინა.
„დენის შმიგალის უზარმაზარი გამოცდილება ნამდვილად ღირებული იქნება უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე. ეს სწორედ ის სფეროა, სადაც ამჟამად ქვეყნის მაქსიმალური რესურსები, მაქსიმალური ამოცანები და დიდი პასუხისმგებლობაა კონცენტრირებული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ იულია სვირიდენკო, რომელიც ამჟამად პირველი ვიცე-პრემიერია, პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე წარადგინა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ელოდება პარლამენტის მხარდაჭერას მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის.
ცნობისთვის, დენის შმიგალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2020 წლიდან იკავებს.