ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, ყველა რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება აკრძალოს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, ყველა რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება აკრძალოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, ყველა რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება აკრძალოს. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში გამართული ფორუმის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას გააკეთა.

„რუსეთის პროპაგანდით არც ერთი მოვაჭრე არ უნდა რჩებოდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. არც ერთ რუსულ სახელმწიფო ტელეარხს არ უნდა ჰქონდეს უფლება იმუშაოს ევროკავშირის ტერიტორიაზე“, -განაცხადა ზელენსკიმ.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, მარტში ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალა რუსული პროპაგანდისტული არხების – „რაშა თუდეისა“ და „სპუტნიკის“ მუშაობა. მოგვიანებით ამ სიას დაემატა „რასია 24“, „ტვცენტრ ინტერნეშენელი“ და „რტრ პლანეტა“.