ვოლოდიმირ ზელენსკი – ზოზულია, მთელი უკრაინა შენ გიჭერს მხარს!

14:21, 18.12.2019
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მხარს უჭერს „ალბასეტეს“ თავდამსხმელ რომან ზოზულიას, რომელსაც „რაიო ვალიეკანოსთან“ მატჩის მსვლელობისას შეურაცხყოფას აყენებდნენ.
 
„რომან ზოზულია, შენ მხარს გიჭერს არა მხოლოდ შენი გუნდი, არამედ – მთელი უკრაინა. არა მხოლოდ მაგარი ფეხბურთელი, არამედ ნამდვილი პატრიოტი ხარ, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და ეხმარება ჩვენს ჯარს. შენთან ვარ და ხელს გართმევ“, – წერს ზელენსკი „ფეისბუქის“ გვერდზე.
„ძალიან დიდი მადლობა“ – უპასუხა ზოზულიამ პოსტის კომენტარში.
უკრაინელი ფეხბურთელი იმითაა ცნობილი, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ნაწილის ოკუპაციაზე კომენტარებს ღიად აკეთებს.

მსგავსი