გიორგი ჩუბინიძე ახალგაზრდული პრემიერლიგის თვის მოთამაშეობის კანდიდატია #1TVSPORT
გიორგი ჩუბინიძე ახალგაზრდული პრემიერლიგის (იგივე პრემიერლიგა 2) ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის იბრძვის.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „ბორნმუთის“ 21-წლამდელთა გუნდის თავდამსხმელი კანდიდატად პრემიერლიგის ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა. გიორგისთან ერთად ჯილდოსთვის კიდევ 8 მოთამაშე იბრძვის.
ჩუბინიძე ოქტომბერში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს და საბერძნეთთან შეცვლაზე ითამაშა. ამის შემდეგ „ბორნმუთის“ 21-წლამდელებში ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე მაღალ დონეზე.
19 წლის თავდამსხმელმა „ბრაიტონის“ ახალგაზრდულ გუნდთან (3:3) 90 წუთი ითამაშა და გოლთან ერთად ანგარიშზე საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. ასევე მოხდა „ბრენტფორდთან“ საშინაო (3:4) მატჩში და პრემიერლიგა 2-ში გამართულ 2 შეხვედრაში 2 გოლი და 2 ასისტი დაუგროვდა.