ვოლოდიმირ ზელენსკი - ვინ მართავს ევროატლანტიკურ თანამეგობრობას? ნუთუ მოსკოვი, დაშინების გზით
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვინ მართავს ევროატლანტიკურ თანამეგობრობას? ნუთუ მოსკოვი, დაშინების გზით

ვინ მართავს ევროატლანტიკურ თანამეგობრობას? ნუთუ მოსკოვი, დაშინების გზით, – განაცხადა მორიგი ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტნიორებს, გადასცენ უკრაინას თვითმფრინავები, ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემები და ტანკები.

„როგორი არის უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების ფასი? ეს არის ძალიან კონკრეტულად: თვითმფრინავები, ტანკები, ანტისარაკეტო თავდაცვა, ხომალდსაწინააღმდეგო იარაღი. ეს არის ის, რაც ჩვენს პარტნიორებს აქვთ და უბრალოდ, მტვერი ფარავს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის, თქმით უკრაინა ითხოვს იმ თვითმფრინავებისა და ტანკების მხოლოდ ერთ პროცენტს, რომელიც ნატო-ს აქვს.

„ჩვენ მეტს არ ვითხოვთ და უკვე 31 დღეა, ველოდებით. მაშ, ვინ მართავს ევროატლანტიკურ თანამეგობრობას? ნუთუ ეს დღემდე მოსკოვი, დაშინების გზით? პარტნიორებმა უნდა გაააქტიურონ უკრაინის დახმარება. პარტნიორებს სჭირდებათ ეს, რადგან საქმე ევროპის უსაფრთხოებას ეხება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტისა და უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სამხედრო დახმარებას, რომელიც უკრაინას სჭირდება.

„უკრაინა ვერ ჩამოაგდებს რუსულ რაკეტებს სანადირო თოფებით, ტყვიამფრქვევებით, რომლებიც ძალიან ბევრია. მარიუპოლის განბლოკვა ტანკების საკმარისი რაოდენობის გარეშე და სხვა ტექნიკისა და თვითმფრინავების გარეშე, შეუძლებელია. ეს უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა, რომ გაიგონ და მიხვდნენ, ვინ და რატომ შეუშინდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილებას. უბრალოდ, შეეშინდა გადაწყვეტილების მიღების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების“, – თქვა ზელენსკიმ.