ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რუსეთის არალეგიტიმური პრეზიდენტის განცხადებები მოსაწყენი და უინტერესოა

17:24, 25.05.2024

უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რუსეთის არალეგიტიმური პრეზიდენტის განცხადებები მოსაწყენი და უინტერესოა, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის განცხადებას, რომლის თქმითაც, ზელენსკის ლეგიტიმურობა დასრულდა.

ზელენსკიმ ეს განცხადება ცენტრალური აზიის მედიასაშუალებებთან ინტერვიუში გააკეთა.

„უკრაინელებმა იციან თავიანთი კონსტიტუცია, იციან კანონი. გვესმის, რომ უკრაინის პრეზიდენტის ლეგიტიურობასთან დაკავშირებით რუსეთის არალეგიტიმური პრეზიდენტის ეს განცხადებები, გულწრფელად რომ ვთქვა, მოსაწყენი და უინტერესოა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის ლეგიტიმურობა მოსკოვისთვის დასრულდა.

მსგავსი