ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთისთვის ისეთი სანქციების დროა, რომლებიც არა მხოლოდ შეზღუდავს ნავთობიდან და გაზიდან მიღებულ ფულს, არამედ აღადგენს სამართლიანობასაც
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთისთვის ისეთი სანქციების დროა, რომლებიც არა მხოლოდ შეზღუდავს ნავთობიდან და გაზიდან მიღებულ ფულს, არამედ აღადგენს სამართლიანობასაც

​დიდი ხანია, დადგა რუსეთისთვის ისეთი ენერგეტიკული სანქციების დაწესების დრო, რომლებიც არა მხოლოდ შეზღუდავს ნავთობიდან და გაზიდან მიღებულ ფულს მოსკოვისთვის, არამედ სამართლიანობასაც აღადგენს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის დაცვა ევროპისა და დემოკრატიული სამყაროს დაცვაა.

„სწორედ ამ გადმოსახედიდან უნდა შევხედოთ დღეს დიდი შვიდეულის მიერ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას, რუსულ ნავთობზე ფასის შეზღუდვის შესახებ. როდესაც ეს მექანიზმი ამოქმედდება, ის გახდება ცივილიზებული სახელმწიფოების, ენერგობაზრების და რუსეთის ჰიბრიდული საფრთხისგან დაცვის მნიშვნელოვანი ელემენტი. რა თქმა უნდა, აუცილებელია რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.