ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ ეშინიათ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაპროტესტება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არ ეშინიათ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გაპროტესტება. ამის შესახებ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მადლობელი ვარ იმ რუსების, რომლებიც არ წყვეტენ სიმართლის მიტანის მცდელობებს; მათი, ვინც იბრძვის დეზინფორმაციის წინააღმდეგ და ყვება სიმართლეს, ვინც უყვება რეალურ ფაქტებს თავის მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს; პირადად იმ გოგოსი, რომელიც შევიდა პირველი არხის სტუდიაში ომის საწინააღმდეგო პლაკატით. მათი, ვისაც არ ეშინია პროტესტის გამოთქმის. თქვენი ქვეყანა ჯერ კიდევ არ დახურულა საბოლოოდ დანარჩენი მსოფლიოსგან ძალიან დიდ ჩრდილოეთ კორეად გადაქცევით. თქვენ უნდა იბრძოლოთ, თქვენ არ უნდა დაკარგოთ თქვენი შანსი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
14 მარტს რუსეთის პირველი არხის გადაცემა „ვრემიას“ დროს სტუდიაში არხის თანამშრომელი გამოჩნდა, პლაკატით „არა ომს“.