ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ყველა სლავუტიჩის მოქალაქეების გვერდით ვდგავართ და ვეუბნებით ოკუპანტებს, წადით სახლში, ვიდრე სიარული შეგიძლიათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს ყველა სლავუტიჩის მოქალაქეების გვერდით ვდგავართ და ვეუბნებით ოკუპანტებს, წადით სახლში, ვიდრე სიარული შეგიძლიათ

ჩვენ დღეს ყველანი ვიყავით იმ აქციაზე, რომელიც სლავუტიჩში გაიმართა და ყველამ ერთად ვუთხარით ოკუპანტებს, წადით სახლში, ვიდრე სიარული შეგიძლიათ, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

ზელენსკის თქმით, ქალაქ სლავუტიჩში რუს ოკუპანტებს ისეთივე პროტესტით დახვდნენ, როგორც უკრაინის სხვა ქალაქებში. ზელენსკის თქმით, უკრაინა არის თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა.

„უკრაინა ერთიანია მისწრაფებაში, იცხოვროს თავისუფლად და დამოუკიდებლად, საკუთარი ოცნებებისთვის, და არა სხვების ავადმყოფური ფანტაზიებისთვის“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს მდებარე ქალაქი სლავუტიჩი რუსეთის არმიამ დაიკავა.