ვოლოდიმირ ზელენსკი - დასავლური იარაღით რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმების საკითხი დაკავშირებულია არა მხოლოდ ნებართვის მიღებასთან, არამედ შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო საშუალებების მიღებასთანაც
ვოლოდიმირ ზელენსკი - დასავლური იარაღით რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმების საკითხი დაკავშირებულია არა მხოლოდ ნებართვის მიღებასთან, არამედ შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო საშუალებების მიღებასთანაც

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დასავლური იარაღით რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმების საკითხი დაკავშირებულია არა მხოლოდ ქვეყნებისგან ნებართვის მიღებასთან, არამედ მათგან შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო საშუალებების მიღებასთანაც.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მუშაობს პარტნიორებთან – შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთსა და გერმანიასთან, რათა მიიღონ ნებართვა რუსეთში მდებარე სამიზნეებზე შორი მანძილიდან დარტყმებისთვის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მხოლოდ ნებართვა „არ არის საკმარისი“.

მიმდინარე წელს აშშ-მა პირველად მისცა უკრაინას ნებართვა, გამოეყენებინა მათ მიერ გადაცემული იარაღი დარტყმებისთვის რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში, საიდანაც ხორციელდება თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე.