ვოლოდიმირ ზელენსკი – ბევრი კითხვა არსებობს ლვოვში მომხდართან დაკავშირებით, ეს ძალიან ცუდი შემთხვევაა, ასე არ უნდა ხდებოდეს

00:04, 10.07.2026

უკრაინის პრეზიდენტი ლვოვში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, შემთხვევას, რომლის დროსაც მოქალაქეთა ჯგუფმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ცენტრის ავტომობილი გადააბრუნა და დააზიანა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტრო შეისწავლიან.

„ბევრი კითხვა არსებობს ლვოვში გუშინდელ სიტუაციასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდი შემთხვევაა და ძალიან ცუდი დამოკიდებულებაა სამხედრო ფორმაში მყოფი ადამიანების მიმართ. ასე არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ლვოვში მობილიზაციის დროს დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეებმა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ცენტრის მანქანა დააზიანეს, დაკავებულია ერთი პირი. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, სამხედროებმა ლვოვში ერთ-ერთი მამაკაცი სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მამაკაცი ძებნაში იმყოფებოდა და ის სიხოვის ცენტრში სამხედრო-სამედიცინო შემოწმების გასავლელად წაიყვანეს, ამის შემდეგ კი დაპირისპირება დაიწყო.

მსგავსი