ვოლკოვის ტრავმა დადასტურდა - ოპერაციას თურქეთში გავიკეთებ
ვოლკოვის ტრავმა დადასტურდა - ოპერაციას თურქეთში გავიკეთებ

დავით ვოლკოვი აზერბაიჯანში ჩატარებული მშვენიერი მატჩის შემეგ დაშავდა და ოპერაციას გაიკეთებს, – ამის შესახებ ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ზირას“ 25 წლის ქართველმა თავდამსხმელმა აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-17 ტურში გათამაშების ლიდერი ბაქოს „ნეფტჩის“ გაუტანა, გუნდმა კი მისი გოლით 1:0 მოიგო და მესამე ადგილი განიმტკიცა.

თავად ვოლკოვი აზერბაიჯანის სუპერლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერებს დაეწია და 8 გოლით მესამე ადგილზეა. მაგრამ ის უახლოეს ტურებს გამოტოვებს, რადგან შეხვედრის მე-80 წუთზე საკმაოდ მძიმედ დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ზირას“ მთავარმა მწვრთნელმა რაშად სადიხოვმა მატჩის შემდეგ ქართველ თავდამსხმელზე განაცხადა, რომ ვოლკოვის დაზიანება სერიოზული ჩანდა და პირველადი დიაგნოზით, მან მხარი მოიტეხა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.

„სამწუხაროდ, მხარი მოვიტეხე და ამის გამო ოპერაცია დამჭირდა. თურქეთში გავემგზავრე და ოპერაციას გავიკეთებ”, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დავით ვოლკოვმა.

დატოვე კომენტარი