ვოლკოვმა ლიდერ „ნეფთჩის“ გაუტანა - ბომბარდირებში დაწინაურებული ქართველი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
ვოლკოვმა ლიდერ „ნეფთჩის“ გაუტანა - ბომბარდირებში დაწინაურებული ქართველი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

დავით ვოლკოვი შესანიშნავ ფორმაშია და აზერბაიჯანში მორიგი გოლი გაიტანა. ეს ამ ქვეყნის პრემიერლიგის მე-17 ტურში მოხდა, სადაც ქართველი თავდამსხმელის გოლით „ზირამ“ გათამაშების ლიდერი ბაქოს „ნეფთჩი“ დაამარცხა.

ვოლკოვიზირას“ ერთ-ერთი ლიდერია და გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო, 67-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ გასულმა შანსი გოლად აქცია. ეს ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი აღმოჩნდა და „ზირამ“ 1:0 გაიმარჯვა.

ამ მოგებით, ვოლკოვის გუნდმა 28 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი განიმტკიცა, ხოლო „ნეფთჩი“ მეორე ადგილზე დააქვეითა.

თავად 25 წლის ვოლკოვი აზერბაიჯანის სუპერლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერებს დაეწია. მან ჩემპიონატში ჩვიდმეტივე შეხვედრა ჩაატარა და 8 გოლი დაუგროვდა, რამაც სამეულში დაწინაურების საშუალება მისცა. ბომბარდირთა დავაში პირველადგილოსან მაჰირ ემრელის („ყარაბაღი“) სამი გოლით ჩამორჩება. გარდა ამისა, ვოლკოვმა აზერბაიჯანის თასზე 2 გოლი გაიტანა, „ზირა“ კი ნახევარფინალშია.

ვოლკოვი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

მაგრამ დიდი ალბათობით, უახლოეს რამდენიმე მატჩს ვოლკოვი გამოტოვებს. ის შეხვედრის მე-80 წუთზე შეცვალეს. „ზირას“ მთავარმა მწვრთნელმა რაშად სადიხოვმა მატჩის შემდეგ ქართველი თავდამსხმელის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა და ცნობილი გახდა, რომ ვოლკოვი ტრავმირებულია.

„დავით ვოლკოვის დაზიანება სერიოზული ჩანს. პირველადი დიაგნოზით, მან მხარი მოიტეხა“, – განაცხადა სადიხოვმა.