„ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტმა ტრანსფერი დაადასტურა - გიორბელიძე ჩვენთან აღარ ითამაშებს #1TVSPORT
„ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტმა ტრანსფერი დაადასტურა - გიორბელიძე ჩვენთან აღარ ითამაშებს #1TVSPORT

დრეზდენის „დინამო“ ჯერ გურამ გიორბელიძის ტრანსფერს არ ადასტურებს, მაგრამ საკითხი რომ გადაწყვეტილია, საქართელოს პირველი არხის ინფრომაციაც მეტყველებს და ავსტრიული კლუბის, „ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტმაც დაადასტურა.

დრეზდენის „დინამო“ დაცვაში გაძლიერდა. გუნდმა გურამ გიორბელიძე იჯარით „ვოლფსბერგერიდან“ დაიმატა. ამის შესახებ „Kronen Zeitung”-ი წერილში („მებრძოლი გიორბელიძე – დრეზდენის „დინამოში“ გადადის“) იტყობინება.

„ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველი გურამ გიორბელიძე დრეზდენის „დინამოში“ იჯარით ითამაშებს. გუნდს ახლახანს კაპიტანი ნემანია რნიჩი დაემშვიდობა და თბილ დამშვიდობებას მოჰყვა მარცხი „შტურმთან“ 1:4. ამას კი საქსონიაში ერთი სეზონით გურამ გიორბელიძის ელვისებური გამგზავრება მოჰყვა“, – წერს ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung.

გამოცემის ცნობით, გიორბელიძემ კლუბი უკეთესი ფინანსური შეთავაზების გამო შეიცვალა.

„ქართველი დრეზდენის „დინამოში“ მიჩი სალბაუერის (ავსტრიელი მოთამაშე) ახალი თანაგუნდელი გახდა. ქართველზე კლუბმა შთაბეჭდილება საუკეთესო შემოთავაზებით მოახდინა. დიდი შემოთავაზება სერიოზული ცდუნება იყო“.

ინფორმაცია „ვოლფსბერგერის“ პრეზიდენტმა დიტმარ რიგლერმაც დაადასტურა.

გიორბელიძე ჩვენი გუნდის ნაწილი აღარ იქნება“.

საქართველოს ნაკრების მცველმა „ვოლფსბერგერთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ მეორე ბუნდესლიგის გუნდში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, რაც ფინანსურის გარდა, კარიერაში წმინდა სპორტული კუთხითაც წინსვლა იქნება.

გურამ გიორბელიძე მარცხენა მცველია. „ვოლფსბერგერში“ 2020 წლის ივნისში გადავიდა და გუნდის ფორმით ავსტრიის ბუნდესლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, ხოლო ევროპა ლიგაზე – 3 მატჩი.