გურამ გიორბელიძე კარიერას დრეზდენის „დინამოში“ გააგრძელებს #1TVSPORT
გურამ გიორბელიძე კარიერას დრეზდენის „დინამოში“ გააგრძელებს #1TVSPORT

გურამ გიორბელიძე კარიერას დრეზდენის „დინამოში“ გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების მცველი გერმანიის მეორე ბუნდელიგის გუნდთან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელთან დაახლოებულმა პირმა დაადასტურა.

გურამ გიორბელიძე გასული წლის ზაფხულში ჩაირიცხა ავსტრიულ ვოლფსბერგერში, სადაც ადგილიც დაიმკვიდრა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებშიც მიიწვიეს. გერმანელები გიორბელიძით სწორედ ეროვნულ გუნდში თამაშის შემდეგ დაინტერესდნენ.

დრეზდენის „დინამო“ აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კლუბია, რომელიც წელს მესამედან მეორე ბუნდესლიგაში დაწინაურდა. გუნდი ორი ტურის შემდეგ 4 ქულით ლიდერთა შორისაა.

რაც შეეხება გიორბელიძეს, მას „ვოლფსბერგერთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, დრეზდენის „დინამოში“ ის 2022 წლის ზაფხულამდე იჯარით ითამაშებს. მაგრამ არის პუნქტი რომლის მიხედვითაც გერმანულმა გუნდმა მისი გამოსყიდვის უფლება მიიღო.