ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ მე-7 ნომრით ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

17:22, 30.01.2022

ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად გააფორმა „ფიორენტინას“ ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერი, – წერს სერია A-ს ოფიციალური ვებგვერდი.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გარიგების თანხამ 75 მილიონო ევრო შეადგინა. კონტრაქტის მიხედვით, 22 წლის სერბი სეზონში შვიდ მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გაირკვა, რომ ვლაჰოვიჩი ახალ კლუბში მეშვიდე ნომრით ითამაშებს.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში სერბმა ფორვარდმა 21 მატჩში 17 გოლი გაიტანა.

https://twitter.com/i/status/1487132655049220104

მსგავსი