ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ ერევა აშშ-ის შიდა პოლიტიკასა და არჩევნებში
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, არ ჩაერიოს აშშ-ის შიდა პოლიტიკაში, კერძოდ კი, არჩევნებში.
„არასდროს, ვერც ერთ ვითარებაში იქნება მისაღები სხვა ქვეყნის სუვერენულ არჩევნებში ჩარევა. უკრაინას არ დაუშვია და არ მისცემს თავს უფლებას, ჩაერიოს არჩევნებში და ამით ზიანი მიაყენოს ჩვენს ნდობასა და გულწრფელ პარტნიორობას აშშ-სთან“, – წერს ზელენსკი „ტვიტერში“.
გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა მტკიცე იქნება, იმის მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში.