ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედროების გააქტიურებით დასავლეთის შეშინებას ცდილობს
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედროების გააქტიურებით დასავლეთის შეშინებას ცდილობს. ეს განცხადება ზელენსკიმ „თაიმთან“ ინტერვიუში გააკეთა.
„მათ სურთ, რომ ჩვენ გვეშინოდეს, რომ დასავლეთს რუსეთის ძალის, მისი ძალაუფლების ეშინოდეს. სურთ, ტემპერატურა აწიონ ისეთ დონეზე, რომ აჩვენონ, დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერაში ყოყმანობენ და სინამდვილეში ჩვენში პარტნიორს ვერ ხედავენ. ეს ერთგვარი გამოცდაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში აპრილის დასაწყისში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა.