ვლადიმირ ზელენსკი 12 ქვეყანაში ელჩებს ცვლის
ვლადიმირ ზელენსკი 12 ქვეყანაში ელჩებს ცვლის

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი 12 ქვეყანაში ელჩებს ცვლის. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პრეზიდენტის მიერ ინიცირებულია უკრაინის დიპლომატიური კორპუსის განახლების დაწყება. უკვე მიღებულია მთელ მსოფლიოში საელჩოების 12 ხელმძღვანელების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება. მათ შორის აშშ-ში უკრაინის ელჩიც ასრულებს თავის მივლინებას ვაშინგტონში. ამის პარალელურად მიმდინარეობს ახალი ელჩების შერჩევისა და გაფორმების სამუშაო“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

როგორც ვლადიმირ ზელენსკის პრესსამსახური იტყობინება, პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი