პრაღაში საზოგადოებრივი მედიის დაფინანსების ცვლილების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა

18:46, 15.11.2026

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ლეტნას პარკში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.

დემონსტრანტები აპროტესტებენ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მთავრობის გეგმას, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლების დაფინანსების არსებული მოდელი შეიცვლება.

კერძოდ, ცვლილების თანახმად, ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. ოპოზიციის შეფასებით, ეს საზოგადოებრივი მედიის დამოუკიდებლობას საფრთხეს შეუქმნის. ცვლილებების ფარგლებში დაფინანსების 15%-ით შემცირებაც იგეგმება, რაც, მაუწყებლების შეფასებით, საზოგადოებრივ ტელევიზიას 2008 წლის, ხოლო რადიოს 2005 წლის ბიუჯეტის დონეზე დააბრუნებს.

მათი განცხადებით, ასეთი დაფინანსება საქმიანობის გასაგრძელებლად საკმარისი არ იქნება. კანონპროექტმა პირველი კენჭისყრა უკვე გაიარა და მასზე მსჯელობა პარლამენტში კვლავ გაგრძელდება. თავის მხრივ, ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ მთავრობა წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებს და მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას ცდილობს.

მსგავსი