ვლადიმერ პუტინმა დუმას რუსეთის პრემიერად მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა შესთავაზა
ვლადიმერ პუტინმა დუმას რუსეთის პრემიერად მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრის პოსტი ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსს, მიხაილ მიშუსტინს შესთავაზა.

ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრეზიდნეტმა ვლადიმერ პუტინმა სამუშაო შეხვედრა გამართა მიხაილ მიშუსტინთან და მას პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. თანხმობის მიღების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა მიშუსტინის კანდიდატურა სახელმწიფო დუმას შესთავაზა“, – წერია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა დღეს მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა.

დატოვე კომენტარი