ვლადიმერ პუტინი - რუსეთის ახალი თაობის ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ, ატარონ ათი ან მეტი ბირთვული ქობინი, უახლოეს პერიოდში განლაგდება საბრძოლო მოქმედებებისთვის
რუსეთის ახალი თაობის „სარმატის ბალისტიკური რაკეტები“, რომლებსაც შეუძლიათ, ატარონ ათი ან მეტი ბირთვული ქობინი, უახლოეს პერიოდში განლაგდება საბრძოლო მოქმედებებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის ბირთვული ძალების „ტრიადის“ მნიშვნელობა, რომლის გაშვებაც შესაძლებელია როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან და ჰაერიდან.
„აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ბირთვული ტრიადის შემუშავება, რომელიც რუსეთის სამხედრო უსაფრთხოებისა და გლობალური სტაბილურობის მთავარი გარანტიაა“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარების ნახევარი უკვე აღჭურვილია უახლესი იარაღის სისტემებითა და თანამედროვე სარაკეტო სისტემებით, პირველი „სარმატის ბალისტიკური რაკეტები“ კი უახლოეს მომავალში განლაგდება.
როგორც მედია წერს, პუტინმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, გამოიყენოს ყველა საშუალება, მათ შორის ბირთვული იარაღი, რათა დაიცვას თავისი „ტერიტორიული მთლიანობა“. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინულ ძალებს „არავითარი შანსი“ არ აქვთ ამჟამინდელ კონტრშეტევაში და რუსეთს არ აქვს ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება.