რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთს ეწვია. როგორც მედია აღნიშნავს, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა პუტინს გრანდიოზული დახვედრის ცერმონია მოუწყო, რის შემდეგაც ლიდერებმა შეხვედრა გამართეს.
ამ წუთებში სი ძინ პინისა და ვლადიმერ პუტინის პრესკონფერენცია იწყება.
პუტინი ჩინეთში ორ დღეს დარჩება, სადაც სი ძინ პინთან ერთად განიხილავს ორი ქვეყნის პარტნიორობას, სტრატეგიულ თანამშრომლობას და აქტუალურ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს. მედიის ინფორმაციით, ლიდერები ასევე ხელს მოაწერენ რამდენიმე ერთობლივ დოკუმენტს.
ჩინეთში ვიზიტამდე პუტინმა ჩინურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კრემლი მზად არის უკრაინაში მიმდინარე ომზე მოლაპარაკებებისთვის.
„ჩვენ ღია ვართ უკრაინის შესახბ დიალოგისთვის, მაგრამ მსგავსი მოლაპარაკებები უნდა ითვალისწინებდეს კონფლიქტში ჩართული ყველა ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის, ჩვენსას“, – თქვა პუტინმა.
როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, მათ არასდროს უთქვამთ უარი მოლაპარაკებებზე და შეაქო ჩინეთის სამშვიდობო გეგმა, რომელიც მოსკოვს თავისი ტერიტორიული მიღწევების განტმკიცების საშუალებას მისცემს.
„ჩინეთი გვთავაზობს პრაქტიკულ და კონსტრუქციულ ნაბჯებს მშვიდობის მისაღწევად, სადაც თავს იკავებენ საკუთარი ინტერესებისა და დაძაბულობის ესკალაციისგან, ასევე მინიმუმამდე დაჰყავთ კონფლიქტის ნეგატიური გავლენა მსოფლიო ეკონომიკზე“, – განაცხადა პუტინმა.