ვლადიმერ მგალობლიშვილი - დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძეს დაასახელებს 
ვლადიმერ მგალობლიშვილი - დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძეს დაასახელებს 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გამორიცხულია უმცირესობის კანდიდატი დასახელდეს, ის წინასწარ განწირულია, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვლადიმერ მგალობლიშვილმა განაცხადა.

მგალობლიშვილი ოპოზიციის მიერ დასახელებულ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს გამოეხმაურა და დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, თორნიკე რიჟვაძეს დაასახელებს.

„კონსტიტუციური კანონით აჭარის სტატუსის შესახებ პრეზიდენტს არ აქვს სხვა შესაძლებლობა გარდა იმისა, რომ დაასახელოს რიჟვაძის კანდიდატურა. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ დასახელდება თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ 14-ვე ჩვენი წევრი უმაღლეს საბჭოში მხარს დაუჭერს რიჟვაძეს.

უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, სხვა პოლიტიკური ლოგიკა არ არსებობს, რომ პრეზიდენტმა არ გაიზიაროს უმრავლესობის პოზიცია. გამორიცხულია, უმცირესობის კანდიდატი რომ დასახელდეს, ის წინასწარი არის განწირული ჩავარდნისთვის“,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა ლადო მგალობლიშვილმა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ოპოზიცია არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაზე შეთანხმდა. მმართველმა პარტიამ კი აღნიშნულ თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.