აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ოპოზიცია არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაზე შეთანხმდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ოპოზიცია არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაზე შეთანხმდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს ყოფილ მდივანს, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორს არმაზ ახვლედიანს დაასახელებს. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ოფიციალურად ოპოზიცია კანდიდატს მოგვიანებით წარუდგენს პრეზიდენტს.

„არმაზ ახვლედიანი საინიციატივო ჯგუფმა დაასახელა და პრინციპში, ჩვენ ვეთანხმებით. ახლაც ვმსჯელობთ. მოვითხოვთ კანდიდატისგან, დაასახელოს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც, ვისთან ერთად აპირებს საქმიანობას. ახალი კანონმდებლობით, პრეზიდენტს თავმჯდომარესთან ერთად უნდა წარედგინოს აჭარის ოთხი მინისტრი“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, პეტრე ზამბახიძემ.

არმაზ ახვლედიანი „ქართული ოცნების“ კანდიდატს თორნიკე რიჟვაძეს დებატებში იწვევს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მმართველმა პარტიამ თორნიკე რიჟვაძე წარადგინა.