ვლადიმერ კლიჩკო კიევის დაცვის ბრიგადაში მოხალისედ ჩაეწერა #1TVSPORT
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ვლადიმირ კლიჩკომ თავისი ძმისა და კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თანდასწრებით დოკუმენტები შეიტანა კიევის დაცვის ბრიგადაში შესასვლელად.
„მეგობრებო! მოვედი იმის შესამოწმებლად, როგორ მიმდინარეობს მოხალისეებთან საკონსულტაციო მუშაობა რეზერვისტების გაწვევის პირველ ცენტრში, რომელიც დედაქალაქმა შექმნა. ჩემმა ძმამ, ვლადიმირ კლიჩკომ კი განაცხადი და დოკუმენტები შემოიტანა, რათა შეუერთდეს ქალაქ კიევის ტერიტორიული დაცვის ბრიგადას“, – დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ინსტაგრამში“.
ასევე საკუთარ YouTube-არხზე ვიტალი კლიჩკომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია ეს პროცესი და ერთვის ვლადიმერ კლიჩკოს კომენტარები.
„ჩემი მოტივაცია – საკუთარი ქვეყნის, ქალაქის სიყვარულია, ასევე ჩემი ქალიშვილის სიყვარული, რომელის აქ სკოლაში დადის. ეს სიყვარული მაძლევს მოტივაციას, დავიცვა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი.
ამიტომაც, დღეს მე შევიტანე დოკუმენტები და გავხდი ქალაქ კიევის დაცვის ბრიგადის წევრი. ამით მინდა სხვებს მივცე მოტივაცია, რომ იგივე გააკეთონ“, – განაცხადა ვლადიმერ კლიჩკომ ბრიგადაში გაწევრიანების შემდეგ.