ვლადიმერ გუცაევი - კანკავამ საქართველოს ფეხბურთსა და ჩვენს ნაკრებში ძალიან დიდი კვალი დატოვა #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევი - კანკავამ საქართველოს ფეხბურთსა და ჩვენს ნაკრებში ძალიან დიდი კვალი დატოვა #1TVSPORT

ჯაბა კანავას საქართველოს ნაკრებიდან წასვლაზე კომენტარი გააკეთა „საფეხბურთო ტაიმაუტისთანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა – თბილისის „დინამოს“ ლეგანდარულმა თავდამსხმელმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში ასევე ისაუბრა „ჰალ სიტის“ მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძის დანიშვნასა და გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგში“ გადასვლაზე.

– ჯაბა კანკავას ეს გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, რადგან მან საქართველოს ფეხბურთსა და ჩვენს ნაკრებში ძალიან დიდი კვალი დატოვა. რამდენი წელი უცვლელი კაპიტანი იყო და რაც შეეძლო და როგორც შეეძლო, ყველა თამაშში მაქსიმალურად იხარჯებოდა. ამიტომ მინდა ვუსურვო წარმატებები, ჯანმრთელობა და ფეხბურთის კიდევ დიდხანს თამაში.

– ძალიან მიხარია, რომ შოთა არველაძემ ძალიან სერიოზული პოსტი დაიკავა – დიახ, უზბეკეთიდან ინგლისში ნამდვილად დიდი ნახტომია. მაგრამ ტაშკენტის „ფახთაქორში“ კარგად მუშაობამაც ხელი შეუწყო, რომელიც აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გაიყვანა, რაც პატარა ამბავი არაა. დარწმუნებული ვარ, უკეთესი ფეხბურთელებით შოთა უფრო მეტსაც მიაღწევდა. მწვრთნელის ბიოგრაფიას რომ უყურებენ შედეგებს უდიდეს ყურადღებას აქცევენ. შოთას ძალიან დიდი წარმატება მინდა ვუსურვო. ჩვენს გადაცემაში როდის ვამბობდით, რომ ის უზბეკეთისთვის დიდი ხანია გადაიზარდა და სერიოზულ კლუბში მოხვდა.

– რა თქმა უნდა, წარმატება მინდა ვუსურვო გიორგი ჩაკვეტაძეს. ამდენი იწვალა, ამდენი ტრავმა გადაიტანა – უნიჭიერესი ფეხბურთელია. „ჰამბურგი“ ახლა ის გუნდი არაა, რაც ადრე იყო. მაგრამ დიდი ტრადიციების მქონე გუნდია.

დატოვე კომენტარი