ვლადიმერ გამყრელიძემ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა - პარიზში ექვსი ქართველი მოჭიდავე იასპარეზებს # 1TVSPORT
სტამბულში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ახალგაზრდა ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) თავისუფალ ჭიდაობაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
ლადომ ე.წ. „ბრინჯაოს ფინალში“ უკრაინელი მიხაილოვი დაამარცხა და მეექვსე ქართველი მოჭიდავე გახდა, ვინც პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ დღემდე პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ხუთ ქართველ მოჭიდავეს ჰქონდა მოპოვებული – ბერძნულ-რომაულში რობერტ კობლიაშვილსა და რამაზ ზოიძეს, თავისუფალ ჭიდაობაში კი გოდერძი ძებისაშვილს, გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს.