ვლადიმერ ბორცვაძე - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვის დროს, თუ დადასტურდება რამე სახის გადაცდომა ან იძულება, მიეცემა შესაბამისი შეფასება
ვლადიმერ ბორცვაძე - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვის დროს, თუ დადასტურდება რამე სახის გადაცდომა ან იძულება, მიეცემა შესაბამისი შეფასება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვის დროს, თუ დადასტურდება რამე სახის გადაცდომა ან იძულების ფაქტი სამართალდამცველის მხრიდან, ქმედებას შესაბამისი შეფასება მიეცემა.

როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, ინფორმაცია დაკითხვისას მოწმეზე ზეწოლის შესახებ ეჭვს აჩენს, თუმცა შესწავლას საჭიროებს.

„ეს განცხადება შეიცავს შემდეგს, რომ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა საგამოძიებო მოქმედების დროს. ეჭვს აჩენს ეს განცხადება იმ კუთხით, რომ თუ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის დროს ან მას შემდეგ განხორციელდა რაიმე სახის იძულება ან ძალადობა, რატომ არ მოხდა განცხადების გაკეთება საგამოძიებო მოქმედების შემდეგომ. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მოხდა ამ პირის დაკავება. მიუხედავად ამისა, განცხადება შესწავლას საჭიროებს. თუ დადასტურდება რამე სახის გადაცდომა ან იძულების ფაქტი სამართალდამცველის მხრიდან, ამ ქმედებას შესაბამისი შეფასება მიეცემა. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი ფაქტი არ დადასტურდება, განცხადების ავტორს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რა გახდა ამ განცხადების გაკეთების საფუძველი და არის თუ არა ეს ცრუ დასმენა“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მცხეთის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ ფიზიკური ზეწოლა მოხდა.