„ვიზეარი“ დღევანდელი ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ვიზეარი“ დღევანდელი ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია „ვიზეარი“ დღევანდელი ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 30 მაისს, გაუქმდა ფრენები ქუთაისი-ბარსელონა და ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით. ფრენების გაუქმების მიზეზი, თვითმფრინავის გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზი გახდა. ყველა მგზავრმა ადგილზევე მიიღო საჭირო დახმარება და უფასო განთავსება. მეტი კომფორტისთვის, მგზავრებს ასევე საშუალება მიეცათ ბილეთები, სასურველ მიმართულებაზე და სასურველ ფრენაზე გადაეცვალათ. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ავიაკომპანიისთვის უმთავრესი მგზავრების უსაფრთხოებაა“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ავიაკომპანია „ვიზეარი“ აცხადებს, რომ მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევის მიუხედავად, ყველა მგზავრმა მიიღო დროული, სწრაფი დახმარება და ზარალის კომპენსაცია.