ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონას მიმართულებით რეისი გაუქმდა

10:31, 30.05.2022

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონას მიმართულებით რეისი გაუქმდა, რასაც მგზავრების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

აეროპორტის ადმინისტრაციას და კომპანია „ვიზეარს“ მგზავრები უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ელოდებიან კომპანია „ვიზეარის“ მხრიდან განცხადებას.

შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე დღის წინ რეისი მილანის მიმართულებითაც გაუქმდა. კომპანია „ვიზეარს“ კომენტარი არც მაშინ გაუკეთებია.

 

მსგავსი