ვითარება საპროტესტო აქციაზე [ვიდეო]

საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება. ისინი პერიოდულად სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა საგანს ისვრიან.

პოლიციამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს.

პარლამენტთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე.

აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.