აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ბარიკადები აღმართეს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს (ვიდეო)
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს, რომელსაც ცეცხლი წაუკიდეს. აქციის მონაწილეებმა ბარიკადებისთვის გამოიყენეს ნაგვის ურნები და ხის კონსტრუქციები.
მანამდე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავების მხრიდან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადიმიანმა, აგრეთვე, დაშავდა რამდენიმე სამართალდამცავი.
პარლამენტთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.