რუსთაველის გამზირზე კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები და სამართალდამცველები. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პერიოდულად არის დაპირისპირება.
პოლიციამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს.
პარლამენტთან შეკრებილები „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ თქვა უარი ქვეყნის ევროპულ კურსზე.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.



